სამირ ჰანდანოვიჩი მილანის "ინტერში" გადავიდა

AutoSharing Option
"უდინეზეს" გოლკიპერი სამირ ჰანდანოვიჩი ოფიციალურად გადავიდა მილანის "ინტერში".

ტრანსფერის თანხა და კონტრაქტის ვადა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

27 წლის მეკარე "უდინეზემ" 2005/06 წლების სეზონის დასაწყისში შეიძინა და "ტრევიზოში" იჯარით გაუშვა. გოლკიპერი 2006 წლის იანვარში იჯარით რომის "ლაციოში" გადავიდა, შემდეგ კი სერია B-ს "რიმინის" მიაშურა. 2007/08 წლების სეზონში ჰანდანოვიჩი "უდინეზეში" დაბრუნდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარედ ჩამოყალიბდა. "ფრიულელთა" შემადგენლობაში სლოვენიელ გოლკიპერს 179 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მომზადებულია inter.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული