"სტევანი ძალიან ნიჭიერია. მომავალში ის შესაძლოა ფრანჩესკო ტოტისაც კი გაუტოლდეს, ამიტომ მასთან დაშორება არ გვსიამოვნებს.
თუმცა სარფიანი წინადადების შემთხვევაში დავფიქრდებით, მაგრამ თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ 30 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას არ მივიღებთ.
"იუვენტუსი"? ტურინულ კლუბთან სტევანის ტრანსფერზე არც კი გვილაპარაკია", - თქვა "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ.
მომზადებულია Sport Italia-ს მიხედვით