მაურიციო დომიცი "უდინეზეში" რჩება

AutoSharing Option
ბოლო დღეებში იტალიური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ უდინელი მაურიციო დომიცის გადაბირება "ინტერს" სურს.

მეტიც, ჟურნალისტთა ნაწილი იმასაც კი ამტკიცებდა, შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია და მილანური გრანდის მესვეურები 32 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს გადაიხდიანო.

10 ივლისს თავად მაურიციომ გადაწყვიტა ჟურნალისტებთან დაკავშირება და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ინტერში" ჩემს შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით სტატიებს მეც ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ.

მილანიდან არავინ შემხმიანებია
და არ ვიცი, რა ტრანსფერზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ასეც რომ არ იყოს, "უდინეზეში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და აქედან არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.

ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, წინ დიდი გეგმები გვაქვს და მეც მხოლოდ საწვრთნელ პროცესზე ვარ კონცენტრირებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული