მეტიც, ჟურნალისტთა ნაწილი იმასაც კი ამტკიცებდა, შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია და მილანური გრანდის მესვეურები 32 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს გადაიხდიანო.
10 ივლისს თავად მაურიციომ გადაწყვიტა ჟურნალისტებთან დაკავშირება და შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ინტერში" ჩემს შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით სტატიებს მეც ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ.
მილანიდან არავინ შემხმიანებია
ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, წინ დიდი გეგმები გვაქვს და მეც მხოლოდ საწვრთნელ პროცესზე ვარ კონცენტრირებული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"