აურელიო დე ლაურენტისი: ლიონელ მესიზე ვოცნებობ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი ამბების პორტალები თავისი გამონათქვამებით გაამხიარულა.

აურელიო დე ლაურენტისმა ამჯერად განაცხადა, რომ საკუთარ გუნდში, არც მეტი, არც ნაკლები, ლიონელ მესის ხილვა სურს. "მას ტატუც კი არ აქვს", -აღნიშნა კინოპროდიუსერმა და, როგორც ჩანს, ამით ჰამშიკსა და ლავეცის გადაუკრა სიტყვა.

"ჩემი ოცნება? მესიზე ვოცნებობ. წარმოიდგინეთ, მას არცერთი ტატუ არ აქვს! ეს ნებისმიერი პრეზიდენტის ოცნებაა. ამასთან, ის ძალიან კინემატოგრაფიულია.

სეზონისთვის ჩვენი მიზანი? უკვე ვთქვი - ჩემპიონატის პირველ ხუთეულში დასრულება გვსურს", - აღნიშნა დე ლაურენტისმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული