ალესანდრო დელ პიერო კარიერას ტაილანდში გააგრძელებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო კარიერას ტაილანდის ჩემპიონატში გააგრძელებს.

უახლოეს ხანში დელ პიერო "მუან ტონგ იუნაიტედთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფეხბურთელი სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ტაილანდური კლუბის გარდა, 37 წლის დელ პიეროთი, რომელსაც 2011/12 წლების სეზონის შემდეგ "იუვენტუსთან" კონტრაქტი დაუსრულდა, ყატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, იაპონიის, ბრაზილიის, ასევე აშშ-ის საფეხბურთო ლიგის გუნდები ინტერესდებოდნენ.

დელ პიერომ კარიერა "პადოვაში" დაიწყო, საიდანაც 1993 წელს "იუვენტუსში" გადავიდა. ტურინულ კლუბთან ერთად ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატი ექვსჯერ მოიგო (კიდევ ორი
ჩემპიონობა კორუფციული სკანდალის გამო გაუბათილეს). ასევე "იუვენტუსთან" ერთად დელ პიერომ 1996 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ასევე იხილეთ:
ალესანდრო დელ პიერო ტიფოზებს დაემშვიდობა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილია არ დაიჯეროთ )) ალეხსა მუდამ იუვენტინო იყო და ასე თქვა არსად წასვლას არ ვაპირებოო ))
Tsotne
10:04 17-07-2012
0

სიახლეები პოპულარული