მაქსი ლოპესი "სამპდორიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
"კატანიას" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონში მაქსი ლოპესი "სამპდორიას" ღირსებას დაიცავს.

ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ მაქსი "მილანის" მესვეურებმა არ გამოისყიდეს, თავად ფეხბურთელს კი სიცილიაზე დაბრუნების არანაირი სურვილი არ ჰქონდა.

საქმე დაპირისპირებამდე მივიდა და ლოპესს "კატანიას" მთავარი გუნდიდან მოკვეთით დაემუქრნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა - არგენტინელი ფორვარდის დამატების სურვილი "სამპდორიას" მესვეურებმა გამოთქვეს და საქმეც გაიჭრა.

მოვუსმინოთ თავად ფეხბურთელს და ყველაფერში უკეთ გავერკვევით:

"გენუური გუნდის მესვეურებმა ჩემი დამატების სურვილი გამოთქვეს, რამაც ძალიან გამახარა. ხელშეკრულება საიჯარო იქნება და თუ
ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით თანამშრომლობით, შემდეგ უკვე ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაფორმდება.

"სამპდორია" ყოველთვის მესიმპათიურებოდა და ძალიან მიხარია, რომ შეთანხმება შედგა. დარწმუნებული ვარ, ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ დამჭირდება და გულშემატ
კივრებსაც მალე შევაყვარებ თავს.

ჩემი ინფორმაციით, გენუელებს დიდი მიზნები აქვთ დასახული და იმედი მაქვს, გუნდის წარმატებებში არცთუ მცირე წვლილს შევიტან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული