ალესანდრო დელ პიეროს 10-ნომრიანი მაისური შესაძლოა ჯანლუიჯი ბუფონს გადაეცეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" აპირებს ის ფეხბურთელი აირჩიოს, რომელიც ალესანდრო დელ პიეროს 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

იტალიური პრესის ცნობით, გუნდის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 10-ნომრიანი მაისურის მიღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

10-ნომრიანი მაისურის გამო ბუფონი საკუთარ 1-ნომრიან მაისურსაც კი დათმობს. აღნიშნული ნაბიჯი გუნდის გასახდელში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტს აღარ წარმოშობს, რომელიც შესაძლოა "ათიანის" გამო გაჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ბუფონი "პარმაში" თამაშის დროს მეკარისთვის უჩვეულო 88 და 77-ნომრიან მაისურებს ატარებდა.

მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული