იტალიური პრესის ცნობით, გუნდის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 10-ნომრიანი მაისურის მიღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
10-ნომრიანი მაისურის გამო ბუფონი საკუთარ 1-ნომრიან მაისურსაც კი დათმობს. აღნიშნული ნაბიჯი გუნდის გასახდელში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტს აღარ წარმოშობს, რომელიც შესაძლოა "ათიანის" გამო გაჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ ადრე ბუფონი "პარმაში" თამაშის დროს მეკარისთვის უჩვეულო 88 და 77-ნომრიან მაისურებს ატარებდა.
მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით