ტურინის "იუვენტუსის" დიდი გეგმები

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ახალი ამუნიციის პრეზენტაციაზე ჟურნალისტთა წინაშე არტურო ვიდალი და მირკო ვუჩინიჩი წარსდგნენ - ბუნებრივია, გარდა მაისურების მორგებისა, მათ კომენტარებიც უხვად არიგეს და ომახიანი განცხადებებიც გააკეთეს - მოვუსმინოთ ორივეს და გავიგოთ, როგორი განწყობით იწყებენ ტურინელები ახალი სეზონისთვის სამზადისს...

არტურო ვიდალი: "გასულ სეზონში იმაზე უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე გვეგონა და ამით ჩვენივე შესაძლებლობების თამასა ავწიეთ.

ამიტომ ძალიან რთული იქნება, რომ საკუთარ თავს გადავახტეთ და კიდევ უკეთესად ვიასპარეზოთ. თუმცა სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რადგან პროგრესისკენ სწრაფვის გარეშე არანაირ საქმეს აზრი არ აქვს.

ვეცდებით,
ყველა იმ ტურნირში მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ.

ბუნებრივია, განსაკუთრებული ენთუზიაზმით ველოდებით ჩემპიონთა ლიგის პაექრობებს, რადგან გვსურს, ჩვენი შესაძლებლობები ევროპის მასშტაბით დავამტკიცოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერია A-ში თავის დაზოგვას ვაპირებთ, არამც და არამც..."


მირკო ვუჩინიჩი: "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საწვრთნელი ეტაპის დაწყება ასე არასდროს გამხარებია და როგორც ვატყობ, ჩემი თანაგუნდელებიც ასევე არიან.

გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდი გაორმაგებული ენერგიით ითამაშებს და ეს მოტივაციას გვმატებს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, სკუდეტო შევინარჩუნოთ, მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე გავიბრწყინოთ. არც იტალიის თასის დავიწყება ივარგებს, რომელიც გასულ სეზონში ხელიდან გამოგვეცალა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული