ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ "პუპონეს" გადავცეთ:
"მოსამზადებელი ეტაპი ახალი დაწყებული გვაქვს და ჯერ ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვიქნებით, მაგრამ პრობლემები წინა წლებთან შედარებით მაინც მეტია.
აშკარაა, რომ თუ მომდევნო სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, მინიმუმ, სამი-ოთხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ.
უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს და ვიცი, რასაც ვამბობ - თუკი ეს ვინმეს ეწყინება, თავისი პრობლემაა, რადგან მე
ვნახოთ, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დიდი დროა და იმედი მაქვს, რომ კლუბის მესვეურები გააქტიურდებიან".
ფრანჩესკო ტოტის განცხადებას "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი გამოეხმაურა და ნაწყენი ტონით შემდეგი განაცხადა:
"არ მეგონა, თუ ტოტისგან ასეთ რამეს მოვისმენდი, რადგან მან კარგად იცის, რომ გუნდის საკეთილდღეოდ დღე და ღამე ვმუშაობთ;
სატრანსფერო ბაზარზე არც არასდროს ვყოფილვართ პასიურები და მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც წინ დიდი მიზნები გვაქვს.
ასეთი განცხადებები ფეხბურთელებზე კარგად არ მოქმედებს და გულშემატკივრებსაც ენთუზიაზმს უნელებს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმატების მისაღწევად სავსე ტრიბუნები გვჭირდება.
ფრანჩესკო კაპიტანია და კომენტარების გაკეთებისას მეტი დაფიქრება მართებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წყარო დაწერე გეტავა საინდა ეს ინფორმაცია (მცირე ცვილებებით)