ფაბიო ბორინი "ლივერპულში" გადავა

AutoSharing Option
"რომას" და იტალიის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი ფაბიო ბორინი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. კლუბებმა ფეხბურთელის გადასვლის დეტალები შეათანხმეს და ბორინი უკვე ჩაფრინდა ინგლისში. ფეხბურთელი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის და პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს. ბორინის სანაცვლოდ "რომა" 12 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ბორინის, "ლივერპულის" თავკაც ბრენდან როჯერსთან ერთად, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდულ გუნდშიც უმუშავია და "სუონსი სიტიშიც", სადაც იტალიელი იჯარის წესით გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული