"მილანის" ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას აგენტმა პაულო ტონეტომ ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი კლიენტის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა სრულიად რეალურია.
"ტიაგომ კონტრაქტი გააგრძელა, რადგან გრძნობდა, რომ მას მაღალ შეფასებას აძლევდნენ და იმიტომ, რომ კლუბმა ამის გაკეთება სთხოვა.
შეგიძლიათ დაწეროთ: უახლოეს ორ-სამ წელიწადში პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდი გახდება, თუნდაც მათ ტიაგო სილვას და იბრაჰიმოვიჩის შეძენა ვერ შეძლონ. ვიცნობ ხალხს, რომლებიც იქ მუშაობენ. მათ დიდი პოტენციალი აქვთ. ამას გარდა, პსჟ-ს ეკონომიკური კრიზისის შედეგად ზარალი არ განუცდია", - თქვა აგენტმა.
ასევე იხილეთ:
16:41 13-07-2012
ტიაგო სილვას აგენტი: 2-3 წელიწადში პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდი გახდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული