კვადვო ასამოა: არასდროს მიფიქრია, რომ ტურინის "იუვენტუსში" აღმოვჩნდებოდი

AutoSharing Option
კვადვო ასამოამ, რომელიც ამ ზაფხულს "უდინეზედან" "იუვენტუსში" გადავიდა, აღიარა, რომ იტალიის ჩემპიონთა რიგებში მიწვევას არ ელოდა.

"ღმერთის მადლობელი ვარ, რადგან "იუვენტუსში" მოხვედრაზე არასდროს მიფიქრია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ტოპგუნდში ვთამაშობ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

"უდინეზეში" ძალიან ბედნიერი ვიყავი. დიახ, სადებიუტო სეზონი ჩემთვის რთული იყო, მაგრამ შემდეგ წამყვანი მოთამაშე გავხდი. "იუვენტუსში" საკუთარ თავზე მეტი მუშაობა დამჭირდება", - განაცხადა 23 წლის განელმა.

ასევე იხილეთ:
სატრანსფერო ციებ-ცხელება "კალჩოში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული