ახალგაზრდა ფირვარდი "ჯენოას" საკუთრებაშია და შესაბამისად, მსურველები სწორედ გენუელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
აქამდე, ყველაზე მეტად "იუვენტუსის" მესვეურები აქტიურობდნენ, ბოლო პერიოდში კი წინა პლანზე "რომამ" წამოიწია.
"გაძეტა დელო სპორტის’ მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატია მომდევნო სეზონიდან სწორედ "ჯალოროსიში" იასპარეზებს.
საქმე იმაშია, რომ "რომას" "ლივერპულში" მიმავალი ფაბიო ბორინი ტოვებს და მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება. თამაშის მანერით, დესტრო ძალიან ჰგავს ბორინის და
"მოლაპარაკება პრაქტიკულად დასრულდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დესტრო "რომაში" გააგრძელებს კარიერას.
მატიას გადაბირება ისეთ გუნდებს სურდათ, როგორებიც "იუვენტუსი", "ინტერი" და "ნაპოლი" არიან, თუმცა ყველას ჩვენ ვაჯობეთ და საქმეც გაიჩარხა. უახლოეს დღეებში თავად ფეხბურთელს შევხვდები და კონტრაქტის დეტალებზე დავილაპარაკებთ - დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკება სრულ ჰარმონიაში ჩაივლის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"