დავიდე დი მიკელე მომდევნო სეზონს "კიევოში" გაატარებს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ დავიდე დი მიკელე მომდევნო სეზონს "კიევოში" გაატარებს.

36 წლის ფორვარდი ბოლო წლებში "ლეჩეს" ღირსებას იცავდა, მაგრამ ეს გუნდის სერია B-ში დაქვეითდა და წამყვან ფეხბურთელებსაც შეელია, მათ შორის - დი მიკელეს. დავიდემ ვერონელებთან 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჟურნალისტებთან საუბრისას, სიხარული არ დაუმალავს:

"ვერონელები ყველაზე მეტად იყვნენ ჩემით დაინტერესებულნი და ისე მოვაწერე ხელშეკრულებას ხელი, რომ ბევრი არც მიფიქრია. სიამოვნებით ვითამაშებ "კიევოში", სადაც არაერთი მეგობარი დამხვდება.

ვგონებ, მომდევნო სეზონს მაღალ დონეზე ჩავატარებთ და იქნებ, ევროსაგზურსაც გამოვკრათ ხელი. პირადად მე,
საამისიდ ყველაფერს გავაკეთებ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული