მაურიციო ძამპარინიმ ტიფოზები დაამშვიდა

AutoSharing Option
"პალერმოს" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაინცდამაინც არ აქტიურობენ, რამაც სიცილილ გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ტიფიზებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს კლუბის მესვეურებს და ისინი უმოქმედობაში დაადანაშაულეს. "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ ქომაგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ახალ სეზონში გუნდი აუცილებლად იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის. ამასთან, დაპირდა მათ, რომ სულ მალე სატრანსფერო ბაზარზეც გააქტიურდება:

"ტიფოზთა ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ არ ვაქტიურობთ და ძირითად წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებით ვართ დაკავებულნი. დამიჯერეთ, ამას აქვს თავისი ახსნა და ეს ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯუზეპე სანინოს უკავშირდება.

მასთან ხასნგრძლივი საუბარი
მქონდა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე არაა საჭირო ფეხბურთელების გადაბირება. პრიორიტეტული მიზანი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. გუნდში ერთსულოვნებაა და სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელების გადაბირებაზე უარს ვიტყვით - ჯუზეპე საწვრთნელი პროცესის პირველ ეტაპს ძლიერი და სუსტი მხარეების განსაჭვრეტად გამოიყენებს და რგოლებსაც ამის მიხედვით, მიზანმიმართულად გავაძლიერებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული