აგენტი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატს უფრო საინტერესოს გახდის

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ პსჟ-თან მისი კლიენტის მოლაპარაკების შესახებ ისაუბრა.

"ხალხი ყოველთვის მეკითხება: რა სტადიაზეა გარიგება, დასრულებულია ის 90 ან 99 პროცენტით, თუ არა, მაგრამ ეს საუბრები არ მაინტერესებს. ამასთან ესეთი დამოკიდებულება მაქვს: გარიგება ან არსებობს, ან არა. ამათ შორის არაფერი არსებობს. ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. მინდა ხაზი გავუსვა: კონტრაქტში თითოეული პუნქტი მნიშვნელოვანია. თუმცა იმედია, პსჟ-სთან მოლაპარაკებას მივაღწევთ.

სურს თუ არა ზლატანს საფრანგეთში თამაში? მას რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდეს, აქ სამ დღეს არ გავატარებდი. ის
ფრანგულ ლიგას უფრო საინტერესოს გახდის, სერია A კი მისი წასვლით ბევრს დაკარგავს. როდესაც ზლატანი წავა, იტალიურ ფეხბურთში ტოპფეხბურთელი აღარ დარჩება", - თქვა რაიოლამ.

ასევე იხილეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული