ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს 2015 წლამდე აგრძელებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" გოლკიპერ ჯანლუიჯი ბუფონთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. ამასთანავე, ტურინული კლუბი მეკარეს შემცირებულ ხელფასზე დათანხმებას სთხოვს.

34 წლის ბუფონი არასდროს მალავდა, რომ "იუვესთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, მაგრამ მოლაპარაკებები მრავალი თვის მანძილზე ერთი წერტილიდან არ დაძრულა.

ახლა კი, მხარეები კონტრაქტის 2015 წლამდე გაგრძელებასთან ახლოს არიან. 2015 წელს ბუფონს 37 წელი შეუსრულდება.

ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, მეკარე წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წელს "პარმადან" გადავიდა.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო დაუკლეს ხელფასი
buliona
17:02 15-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული