მართალია, რომაელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მარკო ორი დღეა, ვარჯიშზე არ გამოჩენილა. ამ საკითხზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გააკეთა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყველაფერი უარყო:
"გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც კონფლიქტიც შეიძლება მოხდეს და უარესიც, მაგრ
ვალტერ საბატინიმ ყველაფერი უარყო, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია... "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ბორიელოს გადაბირება "ფიორენტინას" მესვეურებს სურთ და არც თავად ფეხბურთელია წინააღმდეგი, რომ კარიერა ფლორენციაში გააგრძელოს.
ამბობენ, მხარეებს შორის შეთანხმებაც კი შედგა და თუ არც "რომა" წავა წინააღმდეგ, ტრანსფერი შედგებაო; ვნახოთ...
ამასობაში "რომას" მესვეურებმა დიდი ხნის საწადელი აისრულეს და 24 წლის ამერიკელი ნახევარმცველი, მაიკლ ბრედლი გაიფორმეს. დედაქალაქელებს ეს სიამოვნება 3.75 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხელშეკრულება კი 4-წლიანია.
შეგახსენებთ, რომ ბრედლიმ გასული სეზონი "კიევოში" გაატარა, 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც მიითვალა აქტივში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"