თავად განსაჯეთ, გასულ ზაფხულს ფრიულელები კრისტიან საპატას, გეკჰან ინლერს და ალექსის სანჩესს შეელიენ, ამ ზაფხულს კი უკვე გაასხვისეს სამირ ჰანდანოვიჩი, კვადვო ასამოა და მაურისიო ისლა.
ეს ყველაფერი ტოფოზთა აღშფოთების საბაბი გახდა, თუმცა საპირისპირო პოზიცია აქვს "უდინეზეს" მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო გვიდოლინის - სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:
"სიმართლე გითხრათ, მიკვირს გულშემატკივართა აღშფოთება, რადგან "უდინეზეს" წლებია, ასეთი პოლიტიკა აქვს და მიუხედავად ამისა, გუნდი წარმატებებს აღწევს.
პირადად
მართალია, არავის გვსიამოვნებს წამყვან ფეხბურთელებთან განშორება, მაგრამ ხშირად ეს გარდაუვალია. მაგალითად, სამირ ჰანდანოვიჩი გადაიზარდა "უდინეზესთვის" და სრულიად ბუნებრივია, რომ თავისი გზა მონახა.
არა უშავს, ახალ სამირს მოვნახავთ, ეს ყველაზე კარგად გვეხერხება. გულშემატკივრები შემიძლია დავამშვიდო - მიუხედავად ყველაფრისა, "უდინეზე" აუცილებლად იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"