ჯენარო გატუზო: "მილანი" უკვე მენატრება

AutoSharing Option
შვეიცარიის "სიონის" ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ, რომელმაც მიმდინარე ზაფხულს "მილანი" დატოვა, ახსნა, თუ რატომ დატოვეს მან და ალესანდრო ნესტამ კლუბი, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე გამოდიოდნენ.

"მილანი" უკვე მენატრება. თვალთმაქცი ვიქნებოდი, ეს რომ არ მეთქვა. მაგრამ ჩემი არჩევანითაც კმაყოფილი ვარ. ჩემით რამდენიმე იტალიური კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ უპირატესობას უცხოური კლუბების ვარიანტებს ვანიჭებდი.

რაც შეეხება ჩემს "მილანიდან" წასვლას, კლუბის ხელმძღვანელობასთან კვლავ კარგი ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ, წასვლის დრო მოვიდა. არ მინდოდა, თავი ზედმეტად მეგრძნო. ალეგრი ჩემი და ნესტას ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავდა. მასიმილიანოსთან
კვლავინდებურად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთის თამაში გვსურს", - თქვა გატუზომ.

ასევე იხილეთ:
ჯენარო გატუზო: ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ მითქვამს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული