ანტონიო კასანოს "ჯენოაში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
2007-დან 2011 წლამდე "მილანის" ფორვარდი ანტონიო კასანო გენუის "სამპდორიას" შემადგენლობაში გამოდიოდა და სურს იმ ქალაქში დაბრუნდეს, რომელმაც მადრიდის "რეალში" გატარებული კარიერის უიღბლო მონაკვეთის შემდეგ ფეხბურთის თამაშის სურვილი დაუბრუნა.

მართალია, "სამპდორიაში" დაბრუნება გამორიცხულია, რადგან მან კლუბი დიდი სკანდალით დატოვა.

ასე რომ, ანტონიოს "ჯენოაში" გადასვლა სურს. ამბობენ, რომ გენუური კლუბის მფლობელი ენრიკო პრეციოზი მზადაა, "როსონერისთან" კასანოს გადასვლის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული