"სამეფო კლუბის" თავკაცი ჟოზე მოურინიო მზადაა, ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს, მაგრამ თავად შაჰინი მადრიდულ კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.
თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი იჯარით გადასვლაზეც თანახმაა. მისით დაინტერესებას მილანის "ინტერი" იჩენს. "ნერაძური" ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს და ცდილობს, 23 წლის ჰავბეკი დაიყოლიოს.
სხვა გუნდების შაჰინით დაინტერესების შესახებ ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით