ანტონიო კონტემ მარსელო ესტიგარიბია არ გაუშვა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მესვეურები არ ცხრებიან და აქტიურ სატრანსფერო კამპანიას აგრძელებენ.

ბოლო ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა "იუვენტუსის" მესვეურებს შეეხმიანა და მარსელო ესტიგარიბიას ტრანსფერის შესახებ ჩამოუგდო სიტყვა.

ტურინულ გრანდში ფლანგის ფეხბურთელების დეფიციტი ნამდვილად არ არის და სავარაუდოდ, ესტიგარიბიას თადარიგში მოუწევს ყოფნა. "ინტერში" კი ახალ გუნდს აკეთებენ და მღვრიე წყალში რომ თევზის დაჭერა უფრო ადვილია, ეს ცხადზე უცხადესია.

ერთი სიტყვით, მილანელებმა ტურინელებს თანხის დასახელება სთხოვეს და თუ რა პასუხი მიიღეს, ამის შესახებ "იუვეს" სპორტული დირექტორისგან შეიტყობთ - მოვუსმინოთ ჯუზეპე მაროტას:

"ესტიგარიბიას
შესახებ ანტონიო კონტეს ვესაუბრე და მან პირდაპირ მითხრა, რომ მარსელოზე დიდ იმედებს ამყარებს.

შესაბამისად, მისი სხვა გუნდში გაშვების შესაძლებლობა გამოირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ მილანელები საკმაოდ სარფიან წინადადებას გვთავაზობდნენ. ამ დროისთვის, თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავს, რაც წარმატების მთავარი წინაპირობა იქნება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა რგოლი თანაბრად არის დაკომპლექტებული და ახალი სეზონისთვის 100%-ით მზად ვართ - თუმცა, მიუხედავად ამისა, სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ვაპირებთ აქტიურობას".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული