ანდრეა სტრამაჩონი ფორვარდს ეძებს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" მესვეურები ფორვარდს ეძებენ და შესაძლოა, ალბერტო ჯილარდინოს მიმართულებით გააქტიურდნენ.

გასაკვირი არაა, რომ მილანელებს თავდამსხმელის დამატება სურთ, რადგან გუნდი უკვე დატოვეს დიეგო ფორლანმა და მაურო სარატემ, რომლებსაც, სავარაუდოდ, ჯამპაოლო პაცინი და ლუკ კასტაინოსი მიჰყვებიან...

მართალია, ჯილარდინო ბოლო წლებში ვერ ბრწყინავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ანდრეა სტრამაჩონის 30 წლის ფორვარდის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია აქვს:

"თავდამსხმელი ნამდვილად გვჭირდება და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ამ ვაკუუმს აუცილებლად შევავსებთ. რამდენიმე ფორვარდზეა ლაპარაკი, რომელთაგან ალბერტო ჯილარდინოს გამოყოფა შეიძლება.

ჯილა მრავალმხრივი
შესაძლებლობის ფეხბურთელია, თანაბარი წარმატებით შეუძლია გატანა და საგოლე პასის გაკეთება, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. ვნახოთ, უახლოეს მომავალში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული