ლონდონის "არსენალმა" შესაძლოა რობინ ვან პერსი "მილანში" გაუშვას

AutoSharing Option
"მილანი" ახლო მომავალში ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელ რობინ ვან პერსის შეხვდება.

არსებობს ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტებმა "მილანის" წარმომადგენლებს უკვე გადასცეს მათი კლიენტის წინადადება - 5-წლიანი კონტრაქტი და წლიური ხელფასი 6 მილიონი ევროს ოდენობით.

თავად "არსენალი" ვან პერსის ტრანსფერიდან 15 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ასევე ცნობილია, რომ კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

შეგახსენებთ, ევრო 2012-ის შემდეგ ვან პერსიმ განაცხადა, რომ "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი სისულელეა მანჩესტერმა 20 მილიონი შესთავაზა და 15ად ნამდვილად არ გაუშვებს :))) და ასე რომ RVP-ს იუნაიტედში ვიხილავთ
lasha pirtskhalava
17:01 19-07-2012
0
ნწნწ,უშუალო კონკურენტთან გაშვებას 5 მილიონით ნაკლების მიღება ურჩევნიათ
jorjika
18:25 19-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული