არსებობს ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტებმა "მილანის" წარმომადგენლებს უკვე გადასცეს მათი კლიენტის წინადადება - 5-წლიანი კონტრაქტი და წლიური ხელფასი 6 მილიონი ევროს ოდენობით.
თავად "არსენალი" ვან პერსის ტრანსფერიდან 15 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ასევე ცნობილია, რომ კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, ევრო 2012-ის შემდეგ ვან პერსიმ განაცხადა, რომ "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით