იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანი" "ბარსელონას" 30 წლის თავდამსხმელის, დავიდ ვილიას შეძენის შესაძლებლობით დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონის მთელი მეორე ნახევარი გამოტოვა წვივის ძვლის მოტეხილობის გამო, რომელიც გასული წლის დეკემბერში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღო.