"მილანს" "ბარსელონას" ვალი აქვს

AutoSharing Option
2011 წლის ზაფხულში "მილანმა" "ბარსელონადან" ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოისყიდა, თუმცა თანხა მთლიანად არ გადაუხდია და 8 მილიონი ევრო ვალად დაიდო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კატალონიელებმა დარჩენილი თანხის დაფარვა მოითხოვეს - ეს არც არის გასაკვირი, რადგან იბრა უკვე ფრანგული პსჟ-ის წევრია, "მილანმა" კი პარიზული კლუბისგან სოლიდური თანხა მიიღო.

მოკლედ, "ბარსა" თავისას ითხოვს და ამის შესახებ განცხადება კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა გააკეთა:

"ევროპულ ფეხბურთში მალე ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი ამოქმედდება და თუ ასე გავაგრძელეთ, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

რამდენიმე კლუბს ჩვენი
ვალი აქვს და სასურველია, რომ ეს თანხები ამ ზაფხულს დაიფაროს. მაგალითად, "მილანს" 8 მილიონი ევრო აქვს გადმოსარიცხი და ეს საკითხი აუცილებლად უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში. სხვა შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით".

კატალონიელთა შეშფოთება სრულიად გასაგებია, რადგან ამ დროისთვის "ბარსელონას" ვალების საერთო რაოდენობა 335 მილიონ ევროს შეადგენს. ბუნებრივია, კატალონიურ გრანდს დებიტორებიც ჰყავს და როგორც გავიგეთ, ერთ-ერთი მათგანი "მილანი" ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული