ფილიპო ინძაგი "მილანში" მწვრთნელად იმუშავებს

AutoSharing Option
"მილანის" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი კლუბში მწვრთნელის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

ამის შესახებ "როსონერის" დირექტორმა არიედო ბრაიდამ განაცხადა.

38 წლის იტალიელი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან იმუშავებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის კანდიდატებად მიიჩნევიან.

ინძაგის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უახლოეს ხანში განაცხადებენ.

"ინძაგი მწვრთნელი იქნება, ასი პროცენტით..." - თქვა ბრაიდამ.

მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული