მარიო ბალოტელიმ იბიცაზე, ერთ-ერთ ბარში, რეკორდული თანხა დახარჯა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შვებულებას იბიცაზე ატარებს.

რამდენიმე დღის წინ 21 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში ამ დაწესებულებისთვის რეკორდული თანხა - 4 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯა.

ამის შესახებ ბარის მფლობელმა უეინ ლინეკერმა განაცხადა, რომელიც ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელის, გარი ლინეკერის ძმაა.

"ბოლო 25 წლის მანძილზე ერთი დღის განმავლობაში აქ უფრო მეტი თანხა არავის დაუხარჯავს", - თქვა უეინმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული