პაოლო კანავარო იტალიის სუპერთასს უმიზნებს

AutoSharing Option
11 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იტალიის სუპერთასის პაექრობა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარსდგებიან.

ამ შეხვედრის შესახებ აპენინურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად საუბრობენ და კომენტარებიც უხვად კეთდება. მაგალითად, ნეაპოლელთა კაპიტანი პაოლო კანავარო მიიჩნევს, რომ... თუმცა ჯობია, სიტყვა პირდაპირ პაოლოს გადავცეთ:

"იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსი" უკვე დავამარცხეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ იგივეს სუპერთასის პაექრობაშიც გავიმეორებთ. მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი და ამაში იმედია, თვით ტურინელთა გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან.

ვეცდებით, შევუტიოთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და სასურველ
შედეგს მივაღწიოთ. უდი
დესი სურვილი მაქვს, სუპერთასი მოვიგოთ და ამ გამარჯვებაში წონადი წვლილი შევიტანო - მსურს, გუნდისთვის ისეთივე სიმბოლო გავხდე, როგორიც ფრანჩესკო ტოტია "რომასთვის" და ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსისთვის"... თუმცა, ეს რომ ურთულესი იქნება და, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი, ესეც კარგად მესმის. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული