ფილიპო ინძაგი: მინდა, მწვრთნელის რანგში "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო

AutoSharing Option
სახელგანთქმულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ, რომელმაც 24 ივლისს საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და "მილანის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა, აღნიშნა, რომ სხვადასხვა კლუბიდან ჰქონდა შემოთავაზებები.

"მადლობას ვუხდი ყველა იმ კლუბს, რომლებიც კონტრაქტებს მთავაზობდნენ. მაგალითად, შემეძლო ინგლისში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა. ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი მომიხდა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მილანში ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დავიწყო.

ვოცნებობ, მწვრთნელის რანგში "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ჩემი მომავალი აქ არის", - განაცხადა ფეხბურთელმა.

მომზადებულია АР-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული