ფელიპე მელო შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ჰავბეკი ფელიპე მელო, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით "გალათასარაიში" გამოდიოდა, შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს.

იტალიურ კლუბსა და "გალათასარაის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რომელსაც ჰავბეკის შენარჩუნება სურს, ჩიხში შევიდა.

ტურინელებს თურქების წინადადება არ აკმაყოფილებთ და სხვა ვარიანტებს განიხილავენ.

28 წლის ბრაზილიელის კარიერის გაგრძელების შედარებით რეალურ ვარიანტად გერმანული კლუბი მიიჩნევა, რომელიც ჰავბეკით ზაფხულის დასაწყისიდან არის დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული