კლუბთან 19 წლის ჰავბეკის ახალი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" ელ შაარავი "ჯენოასგან" შეიძინა - დაახლოებით 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ნახევარმცველი ალექსანდრ მერკელი დაუთმო.
გასულ სეზონში ელ შაარავიმ იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.