"რომას" ახალი პრეზიდენტი ეყოლება

AutoSharing Option
2011 წლის სექტემბერში "რომას" საკონტროლო პაკეტი იტალიური წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტომას დი ბენედეტომ შეიძინა და პრეზიდენტის პოსტიც მანვე დაიკავა.

ერთი ხანობა მისტერ ტომასი მუდმივად იმას გაიძახოდა, რომ კლუბის საქმეებს პირადად გაუძღვებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე შეიცვალა პოზიცია.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომლის სახელი და გვარი ჯეიმს პალოტა გახლავთ, რომელიც ასევე ამერიკელია და ასევე იტალიური წარმოშობის.

მომავალი პრეზიდენტის შესახებ თავად ტომას დი ბენედეტომ ისაუბრა:

"ჯეიმსი შესანიშნავი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბის საქმეებს ბრწყინვალედ
წარუძღვება. დროის დიდ ნაწილს ამერიკაში ვატარებ და გამომდინარე აქედან, პრეზიდენტის პოსტზე უარი განვაცხადე.

მაქსიმალურად ვეცდები, რომ კლუბის საქმეებში ბოლომდე ჩართული ვიყო და ვნახოთ, რამდენად გამომივა.

როგორც უნდა იყოს, პალოტაში 100%-ით დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ თავის საქმეს შესანიშნავად გაუძღვება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული