"ჩემი მიზანი "ნაპოლისგან" ევროპული მასშტაბის გრანდის ქცევაა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ასეც იქნება.
ორგანიზაციული თვალსაზრისით, მადრიდის "რეალს" და კატალონიურ "ბარსელონას" ვედრებით, რომლებსაც ყველაფერი იდეალურად აქვთ აწყობილი. ამადაც მიაღწიეს უმაღლეს მწვერვალებს და იგივე უნდა გავიმეოროთ ჩვენც. ამისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ახალი სტადიონის აშენება იქნება, რომელიც უკვე გადაწყვეტილი გვაქვს.
უახლოეს დღეებში ნეაპოლის მერს შევხვდები და ამ თემაზე დაველაპარაკები. ძველი სტადიონის რეკონსტრუქცია დაახლოებით
მთავარია, ადგილი შევარჩიოთ, ნებართვა მივიღოთ და დანარჩენი დროის ამბავია. სწორედ ამ საკითხებზე ვხვდები მერს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს სასიკეთოდ გადავწყვეტთ.
აქვე კიდევ ერთხელ მინდა მივუბრუნდე ლავეცის თემას და დავპირდე გულშემატკივრებს, რომ მისი წასვლა არ დაგვასუსტებს - სიმართლე გითხრათ, ესეკილს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა წასვლა, მაგრამ მაშინ გადავაფიქრებინე და დავპირდი, რომ მომდევნო ზაფხულს სრულ თავისუფლებას მივცემდი.
როდესაც მითხრა, რომ სხვაგან სურდა გადასვლა, ვიფიქრე, სპორტული მოტივაცია ამოძრავებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი ყოფილა".
ამასობაში "ნაპოლისთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთული კლუბი უკრაინელი ნახევარმცველის, ევგენი კონოპლიანკას გადაბირებით არის დაინტერესებული.
22 წლის შუახაზელი "დნიპროს" ღირსებას იცავს. მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობით მიიქცია.
კონოპლიანკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო უკრაინელთა რიგებში და ამად არის, რომ "ნაპოლის" გარდა, არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
თუმცა, თუ "კორიერე დელო სპორტს" ვენდობით, ყველაზე მეტად მაინც ნეაპოლელები აქტიურობენ და დიდია შანსი, შეთანხმება შედგეს კიდეც. კულუარული ინფორმაციით, იტალიელები მზად არიან, ევგენის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადონ და დანარჩენი უკვე უკრაინელთა გადასაწყვეტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"