ახალი სეზონისთვის "მილანის" განაცხადში 22 ნომრით არავინაა შეყვანილი

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობამ იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა. ჯერჯერობით განაცხადში 22 ნომრით ფეხბურთელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ნომრით თამაშობდა "მილანში" ექვსი წლის განმავლობაში ბრაზილიელი კაკა, რომელიც უახლოეს ხანში შესაძლოა "როსონერის" დაუბრუნდეს.

"მილანის" განაცხადი ასე გამოიყურება:

1. მარკო ამელია, 2. მატია დე სკილო, 5. ფილიპ მექსესი, 8. ანტონიო ნოჩერინო, 10. კევინ-პრინს ბოატენგი, 12. ბაკაიე ტრაორე, 13. ფრანჩესკო აჩერბი, 15. ჯამელ მესბა, 16. მატიე ფლამინი, 18. რიკარდო მონტოლივო, 20. იგნაციო აბატე, 21. კევინ კონსტანტი, 23. მასიმო ამბროზინი, 25. დანიელ ბონერა,
28. ურბი ემანუელსონი, 32. კრისტიან აბიატი, 9. ალეშანდრო პატო, 59. გაბრიელი, 14. როდნი შტრასერი, 4. სალი მუნტარი, 70. რობინიო, 76. მარიო იეპესი, 77. ლუკა ანტონინი, 92. სტეფან ელ-შაარავი, 99. ანტონიო კასანო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული