ანტონიო კონტეს შესაძლოა დისკვალიფიკაცია მისცენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა დააჯარიმონ ან დისკვალიფიკაცია მისცენ, თუ მას გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა დაუმტკიცდა.

კერძოდ, საუბარი "სიენას" მიერ "ნოვარასა" და "ალბინოლეფესთან" გამართულ შეხვედრებზეა.

Football Italia-ს ცნობით, სასჯელის შემთხვევაში კონტეს დისკვალიფიკაცია გრძელვადიანი არ იქნება.

ახლო მომავალში გამოძიებისთვის ჩვენებებს "იუვენტუსის" ფეხბურთელები ლეონარდო ბონუჩი, სიმონე პეპე, "ბოლონიას" მოთამაშე დანიელე პორტანოვი და "ატალანტას" ფეხბურთელი ანდრეა მასიელო მისცემენ.

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით საქმის მოსმენა 2 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული