"მილანი" კაკას ერთწლიანი იჯარით აყვანას გეგმავს

AutoSharing Option
"მილანი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაკას ტრანსფერს კი არ გამოისყიდის, არამედ მისი ერთწლიანი იჯარით აყვანას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი და "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბრაზილიელის გადასვლაზე უკვე შეთანხმდნენ.

შემდეგ კი ისიც ცნობილი გახდა, რომ "როსონერიმ" 22 ნომერი, რომლითაც ადრე კაკა ასპარეზობდა, გაათავისუფლა.

გასულ სეზონში კაკამ "რეალში" 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული