აპენინურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამტკიცდა, რომ 2004 წელს ჩატარებული "ჯენოა"-"ვენეციის" შეხვედრა ჩაწყობილი იყო და ამაში მთავარი დამნაშავე გენუელთა პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი გახლდათ.
მაშინ "ჯენოა" სერია B-ში ასპარეზობდა და ელიტაში გადასასვლელად იბრძოდა. ფედერკალჩომ და ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა სასჯელი გამოიტანეს, რომელსაც მსუბუქს ვერ დავარქმევთ, მაგრამ უარესიც შეიძლებოდა...
მოკლედ, ენრიკო პრეციოზის 4-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ქვეყნის დატოვება ეკრძალება და თუ მისი ბრალეულობა
თავისი სასჯელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციამაც გამოიტანა და პრეციოზის ნახევარი სეზონის განმავლობაში საფეხბურთო სტადიონებზე შესვლა აუკრძალა. ანუ ექვსი თვე სენიორ ენრიკო ვერცერთ თამაშს ვერ დაესწრება. პრეციოზის თქმით, გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს:
"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომელსაც არავინ შეცვლის - ამიტომ გასაჩივრების აზრს, უბრალოდ, ვერ ვხედავ. რატომ არ შეცვლიან? - იმიტომ, რომ ჩემი პირდაპირი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რასაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.
გულშემატკივრები მინდა დავამშვიდო და ვუთხრა მათ, რომ ეს ყველაფერი კლუბის განვითარებას და გაძლიერებას ვერ შეაფერხებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"