"ნაპოლი" და ტურინის "იუვენტუსი" იტალიის სუპერთასის გათამაშებას ბოიკოტს უცხადებენ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდი იტალიის სუპერთასის გათამაშებას, რომელიც პეკინში უნდა გაიმართოს, ბოიკოტს უცხადებს.

"შეგიძლიათ ამიხსნათ, რა აზრი აქვს იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთში წასვლას? არა, "ნაპოლი" პეკინში არ წავა. ეს მგზავრობა სიგიჟე და დიდი სტრესი იქნება", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

დე ლაურენტისი უკვე დაუკავშირდა ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტ ანდრეა ანიელის და "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს და მის იდეას მათაც მხარი დაუჭირეს.

"ნაპოლის" პრეზიდენტი უკვე დაინტერესდა, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუხდება კლუბს, თუ ტურნირს
ბოიკოტი გამოუცხადა.

იტალიის სუპერთასის მატჩი პეკინში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული