ალესანდრო დელ პიერო: მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ტურინის"იუვენტუსისგან" კონტრაქტის გაგრძელებას არ ველოდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც ტურინის "იუვენტუსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, განაცხადა, რომ "ბებერი ქალბატონის" შეამდგენლობაში თამაშის იმედი კიდევ ჰქონდა.

"მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ "იუვენტუსისგან" კონტრაქტის გაგრძელებას არ ველოდი. გასულ სეზონში სირთულეები არსებობდა, მაგრამ მათი გადალახვა მოვახერხეთ.

"იუვენტუსისთვის" ბოლომდე ვიხარჯებოდი, რაც ძალიან მახარებს. მაგრამ ყველა თავის ბედს უნდა მიჰყვეს და ჩემმა ბედმა სხვაგან გადამისროლა. "იუვენტუსზე" ნაწყენი არ ვარ.

აშშ უნიკალური ქვეყანაა, შვებულებას ყოველთვის იქ ვატარებდი. ახალი კლუბი ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე, მაგრამ ამერიკიდან შემოთავაზებებს განვიხილავ. ასე სხვა ქვეყნებიდან... მინდა სწორ
ადგილს მივაგნო, რათა იქ ფეხბურთის თამაში კიდევ ერთ, ორ ან ხუთ წელსაც კი გავაგრძელო", - განაცხადა დელ პიერომ.

დელ პიეროთი "მალაგა", "ფლამენგო", "რივერ პლეიტი", "მუანგ ტონგ იუნაიტედი", "სიონი", ასევე "მონრეალ იმპექტი" იყო დაინტერესებული.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფული ყველაფერი არაა და ასეთი ერთგული პიროვნება ელემენტარულად დასაფასებელია სხვა თუ არაფერი. იუვეს ერტერტი ყველაზე გამორჩეული ფიგურა არსებობის ისტორიაში
Graf
16:39 28-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული