ტურინის "იუვენტუსმა" ბერლინი აიღო

AutoSharing Option
იტალიურმა გუნდებმა მორიგი ამხანაგური მატჩები გამართეს და აპენინური სპორტული პრესის მხრიდან, ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ.

მაგალითად, "იუვენტუსი" გერმანულ "ჰერტას" გაეჯიბრა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. საგულისხმოა, რომ შედეგიანი დარტყმები იმ ფეხბურთელების ანგარიშზეა, რომლებსაც "იუვედან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ; ლაპარაკია ალესანდრო მატრისა და მილოშ კრასიჩზე...

თუ მატრის აყვანა "მილანს" სურს და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, კრასიჩი თითქოს ღმერთსაც დავიწყებია და მისი მოედანზე გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა. იქნებ ეს თამაში მილოშის ტურინულ გრანდში რეაბილიტაციის დასაწყისია? - ამაზე მხოლოდ მარჩიელობაა შესაძლებელი, ფაქტი კი ის
გახლავთ, რომ სერბი ნახევარმცველი მოედანზე გამოჩნდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტონიო კონტემ ამჯერად უარი თქვა 3-5-2 ტაქტიკაზე და 4-4-2 აირჩია. ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე "იუვეს" თავკაცმა სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ 4-4-2-ის დაკარგვას არ აპირებს, რადგან ეს სქემა ჯერ კიდევ "ბარიში" მუშაობიდან შესანიშნავად იცის.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მოედანს დაუბრუნდა პაოლო დე ჩელიე, რომელმაც ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. განაპირა მცველმა მისთვის ჩვეული მარცხენა ფრთა დაიკავა და შესანიშნავადაც გაისარჯა. მთლიანობაში, "იუვენტუსმა" აშკარად დაჩაგრა მეტოქე და ორი უპასუხო გოლიც გაუტანა - ნამატჩევს ანტონიო კონტე კმაყოფილი ჩანდა:

"ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ საწვრთნელი პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს. მთავარია, სეზონის სტარტს შევხვდეთ ოპტიმალურ ფორმაში და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ასეც იქნება.

ვაბრუნებთ თუ არა მილ
ოშ კრასიჩს? - ჩემი ინფორმაციით, არსად არ იყო წასული და შესაბამისად, ვერც დაბრუნდებოდა. თუ კრასიჩი საწვრთნელ შეკრებასა და ამხანაგურ შეხვედრებში თავს გამოიჩენს, ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდება. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს".

"ინტერი" შოტლანდიურ სელტიკს დაუზავდა, თუმცა ძალიან ახლოს იყო მარცხთან და იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, იმსახურებდა კიდეც წაგებას. მილანელებმა დიდი ვერაფერი ფეხბურთი დაუპირისპირეს სკოტებს და მარცხს როდრიგო პალასიოს მიერ უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლით გადაურჩნენ.

ანდრეა სტრამაჩონიმ ახალი სქემა აირჩია და "სელტიკს" 4-3-2-1-ით დაუპირისპირდა - ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი დიეგო მილიტო იყო, მის უკან კი ფელიპე კოუტინიო და ვესლი სნეიდერი მოქმედებდნენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ახალი სქემით "ინტერს" არაფერი გამოუვიდა და მხოლოდ მას შემდეგ გამოასწორა თამაში, რაც კოუტინიოს მაგივრად პალასიო ჩაერთო თამაშში...

"ინტერი" 2-ფორვარდიან ტაქტიკაზე გადავიდა და მატჩის მიწურულს გოლიც შეაგდო. ბოლოს სტრამაჩონის გადავცეთ სიტყვა, რომელმაც მეტწილად ტაქტიკა-სტრატეგიაზე ისაუბრა:

"მომდევნო სეზონისთვის რაც შეიძლება მეტი ტაქტიკა-სტრატეგია უნდა გვქონდეს შემუშავებული, რათა მეტოქეთათვის ყოველთვის ამოუცნობი ვიყოთ. მართალია, 4-3-2-1-მა დღეს შედეგი არ მოგვიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სქემაზე უარს ვამბობ. პირიქით, საკმაოდ მობილური და მოქნილი ტაქტიკაა, რომელსაც ხშირად გამოვიყენებ.

შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვგრძნობ, რომ მენდობიან და ეს მწვრთნელისთვის უდიდესი ბედნიერებაა".

ჰერტა-იუვენტუსი 0:2
იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, მაზი (69. რუგანი), ლუსიო (45. პაციენცა), დე ჩელიე (21. უნტერსი) - პადოინი, ვიდალი (81. ბოუი), მარონე, ასამოა (75. აპელტი) - კვალიარელა (63. კრასიჩი), მატრი (46. ბუაჩი).
გოლები: 0:1 მატრი (21), 0:2 კრასიჩი (90).

სელტიკი-ინტერი 1:1
სელტიკი (4-3-3): ფორსტერი - მეთიუზი, ლოსტინგი (65. ირვაინი), მალგრიუ, ისაგუირე - კომონსი, ვანიამა, ლედლი (65. ტვარჯიკი) - სამარასი (74. მაკგოუჩი), ჰუპერი (65. მაკურტი), სტოკსი (81. ბანგურა).
ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - სილვესტრი (51. მუდინგაი), რანოკია, კივუ, ძანეტი - გუარინი, კამბიასო, ჯონათანი (46. ნაგატომო) - სნეიდერი (76. ლივაია), კოუტინიო (51. პალასიო) - მილიტო.
გოლები: 1:0 კომონსი (51), 1:1 პალასიო (89).

პარმა-ვარეზე 2:2
პარმა (4-4-2): მირანტე - ძაკარდო (61. მაკიჩენი), პალეტა, ლუკარელი - ბიაბიანი (82. მოდესტო), გალოპა (61. ნინესი), ვალდესი, პაროლო (82. მორონე), გობი (50. აკვა) - პაბონი (82. პალადინო), ამაური (61. ბელფოდილი).
გოლები: 0:1 (4), 1:1 ბიაბიანი (29), 1:2 (48), 2:2 მაკიჩენი (71).

კატანია-კიევო 1:0
კატანია (4-4-2): ანდუხარი (46. ტარაჩანო) - ალვარესი, ლეგროტალიე (69. აუგუსტინი), მარკეზე, კაპუანო - ბიაჯანტი (46. ისკო), ალმირონი (46. კასტრო), ლოდი (65. რიკიუტი), ანტენუჩი (46. ლიამა) - ბერგესიო (46. მორიმოტო), გომესი (46. სალიფუ).
კიევო (4-4-2): სორენტინო (46. ვიოტი) - სარდო (46. ფრეი), დაინელი (46. მორერო - 61. ფარკაში), ცეზარი (46. პაპი), იოკიჩი (63. ანდრეოლი) - ვაცეკი (46. ლუსიანო), გუანა (46. რიგონი), კოფიე (46. ჰეტემაი), კრუსადო (61. ბენტივოლიო) - პალოსკი (61. სტოიანი), პელისიე (46. დი მეკელე).
გოლები: 1:0 ლოდი (50).

ატალანტა-უდინეზე 1:0
ატალანტა (4-4-2): კონსილი (74. ფლორენცი) - ბელინი, ლუკინი, მანფრედინი (65. ფერი), ბრივიო (46. პელუზო) - სკელოტო (60. რაიმონდი), კონე (69. სკოცარელა), კაცოლა, ბონავენტურა (60. პარა) - მორასლესი, დენისი (60. ტურიბოკი).
უდინეზე (3-5-1-1): რომო (46. პავლოვსკი) - ბენეტია (79. კოდა), დანილო, დომიცი, ბასტა (53. ფარაონი) - აპლანი, ბატოკიო (60. პერეირა), ბადუ, არმერო - მაიკოსუელი (46. ფაბრინი), მურიელი.
გოლი: 1:0 ტირიბოკი (85).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული