დანიელე დე როსი კლუბსა და ნაკრებზე საუბრობს

AutoSharing Option
დანიელე დე როსიმ შვებულება დაასრულა და "ტრიგორიას" საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა - რომაული გუნდის ლიდერი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა. მისი თქმით, განვლილი სეზონი "რომასთვის" კოშმარული იყო და გულშემატკივართა წინაშე რეაბილიტაცია მართებთ - მოვუსმინოთ დე როსის:

“საშინელი წელი იყო და ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ. შედეგი მთავარი საზომია და ამ მხრივ, გულშემატკივრებს აშკარად გავუცრუეთ იმედი. ევროტურნირებზე ვერაფერს მივაღწიეთ და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოვიპოვეთ.

მალე ახალი სეზონი დაიწყება და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ტიფოზების
თვალში რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ზდენეკ ზემანის სახით, გუნდს ძალიან ძლიერი სპეციალისტი ჰყავს, რაც ოპტიმიზმით მავსებს. ჩეხს ახლოს ვიცნობ და ვიცი, თუ რაოდენ კარგად ესმის სპორტის უპირველესი სახეობა. ვფიქრობ, რომ მასზე უკეთეს მწვრთნელს ამ ეტაპზე ვერც ვიპოვიდით".

დე როსიმ იტალიის ეროვნული გუნდის შესახებაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ევროპის ჩემპიონატი მინორულ ნოტაზე დავასრულეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინალამდე მივედით და მხოლოდ გადამწყვეტ პაექრობაში დავმარცხდით.

განვლილმა ბატალიებმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია და თამამად შეიძლება ვთქვა, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად მწყურია დიდი გამარჯვებები, ვიდრე აქამდე. ეროვნულ გუნდში ასპარეზობა ჩემთვის უდიდესი პატივია და ყოველთვის ასე იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული