დედაქალაქური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინმა მის თაობაზე მკაფიო განცხადება გააკეთა:
"ოსვალდო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მასთან განშორებას ნამდვილად არ ვაპირებთ. იყო შემოთავაზებები პრემიერლიგის კლუბებიდან, მაგრამ ყველა წინადადება უარვყავით. რაც მთავარია, თავად ფეხბურთელს სურს ჩვენთან დარჩენა და ამას ყველაზე მეტად ვაფასებთ. მოკლედ, ოსვალდოს ტრანსფერის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ის ჩვენთან დარჩება".
რომში დარჩენის შესახებ თავად ოსვალდომაც ისაუბრა და გზად ინგლისური
ერთ დროს ინგლისში მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჩემი პირადი აზრით, პრემიერლიგის საერთო დონეც დაეცა. სულ სხვა ვითარებაა სერია A-ში, სადაც თითოეული ქულისთვის უდიდესი ბრძოლაა საჭირო და სადაც იოლად ვერაფერს მოიპოვებ.
ლიდერსა და აუტსაიდერს შორის ყოველთვის მეტი სიმჭიდროვეა, ვიდრე თუნდაც ინგლისში და შესაბამისად, პროგნოზების კეთებაც ბევრად უფრო რთულია. მოკლედ, პირადად მე, ინგლისში ასპარეზობის დიდი სურვილი არ მაქვს".
ამ ანტიინგლისური გამოსვლის შემდეგ პაბლო ოსვალდო "რომაში" არსებულ ვითარებას შეეხო: "ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი და ახალი თავგადასავლები.
ჯერ ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი, თუ რისთვის იბრძოლებს "რომა", რადგან ჩვენ ახალ გუნდს ვაყალიბებთ ახალი მწვრთნელის ხელში. ალბათ, ათი ტური მაინც უნდა გავიდეს, რომ მივხვდეთ, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი.
პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდებს ბევრ არაფერში დავუდებთ ტოლს. ვნახოთ, სეზონის გახსნამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"