რომის "ლაციოს" სამი ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" მესვეურებმა იმ სამი ფეხბურთელის გვარი გააცხადეს, რომლებსაც კლუბის დატოვება მოუწევთ - ბარემ ჩამოვთვალოთ ისინი: 29 წლის პასკუალე ფოჯა, 31 წლის ჯუზეპე სკული და 32 წლის ფრანსელინო მათუზალემი. რომაული კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ამ თემაზე განცხადება გააკეთა და მოვუსმინოთ მას:

"მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ კლუბი და ეს ასეც მოხდება. მწვრთნელს თავისი მონახაზი აქვს და ფეხბურთელებსაც ამის მიხედვით არჩევს. ამაში გასაკვირი არაფერია".

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, პასკუალე ფოჯას გადაბირებით "პესკარაა" დაინტერესებული; ჯუზეპე
სკულის უცხოეთიდან აქვს შეთავაზება, კერძოდ ინგლისიდან; აი, ფრანსელინო მათუზალემის გადაბირება კი "ფიორენტინას" სურს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ვნახოთ, რა გზას დაადგებიან რომაული კლუბისგან დაწუნებული ფეხბურთელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული