ჟულიო სეზარი ამ ზაფხულს მილანის "ინტერს" დატოვებს

AutoSharing Option
ბრაზილიელი გოლკიპერი ჟულიო სეზარი მილანის "ინტერის" გეგმებში აღარ შედის.

საკუთარ კარიერაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გოლკიპერმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე განაცხადა:

"ინტერში" შვიდი შესანიშნავი წელი გავატარე, მაგრამ უახლოეს ხანში ამ კლუბში ჩემი ისტორია დასრულდება.

მინდა, გუნდის გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე მხარს მიჭერდნენ. იმედი მაქვს, რომ მათ წინ წარმატებები და "ინტერის" გამარჯვებები ელით", - დაწერა ჟულიო სეზარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული