ალეშანდრო პატო: იმედი მაქვს, ფილიპო ინძაგის ნომერი წარმატებას მომიტანს

AutoSharing Option
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრო პატომ იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ მომავალ სეზონში "მილანში" 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც ადრე ლეგენდარულ ფორვარდს, ფილიპო ინძაგის ეკუთვნოდა.

"იმედი მაქვს, რომ 9 ნომერი, რომელიც ინძაგისგან მერგო, წარმატებას მომიტანს. მინდა, ბევრი გოლი გავიტანო. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, მაგრამ მომხდარზე საუბარი შეგვიძლია. ასე რომ, ახლა "მილანის" მოთამაშეობა ძალიან მახარებს", - განაცხადა პატომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული